საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 540
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამების „ პატრიოტისა “ და „ ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლია 2012 “‑ ის ფარგლებში სატრენინგო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროგრამების „ პატრიოტისა “ და „ ახალგაზრდული ფესტივალი ანაკლია 2012 “‑ ის ფარგლებში სატრენინგო ღონისძიებებთან დაკავშირებული (ტრენერთა მომსახურების, ტრანსპორტირების, კვების, საცხოვრებელი ფართ ობ ის ქირავნობის ა და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური