საქართველოს მთავრობის
განკარგულება №489
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათ სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ან ლიკვიდაცია და შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ნებისმიერი სახით განკარგვა განახორციელონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური