საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2057
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული საქართველოს ვალდებულე ბის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალში ანაზღაურებადი აქციების „paid-in shares“გამოსყიდვასთან დაკავშირებით 2,400,000 აშშ დოლარის გადარიცხვა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის არსებული რესურსის 2,400,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით შემცირება და ამავე თანხით საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან არსებული ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაზრდა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი