„საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4261
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-31
სარეგისტრაციო კოდი
210.020.000.05.001.002.672
„საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 3.06.2003, №14, მუხ. 95) 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. შეღავათები საკარანტინო მომსახურების    მოსაკრებლის გადახდაზე

ფიზიკური და იურიდიული პირები თავისუფლდებიან საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4261–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია