საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
530
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №530

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი მიმართოს:

ა) ქ. თბილისის საჯარო სკოლების სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზებისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობისათვის შესაბამისი საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების, ამ სამუშაოების შესრულების ექსპერტიზის მომსახურების, ამავე საჯარო სკოლებისათვის გადასაცემი სპორტული ინვენტარის შეძენისა და სპორტული ღონისძიებების განხორციელების ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის სპორტის პოპულარიზაციისა და მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი საზოგადოებრივი და საინფორმაციო სახის ღონისძიებების დასაფინანსებლად.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისის შესაბამისი საჯარო სკოლებისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შეძენილი მატერიალური აქტივების გადაცემა.

3. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს დამატებითი ასიგნებების გამოყოფა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია