საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
809
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 809

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვის“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში (პროგრამული კოდი – 35 01 01).

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია