„საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გრანტის გამოყოფის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
806
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გრანტის გამოყოფის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 806

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

  „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გრანტის გამოყოფის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თაობაზე

1. მოწონებულ იქნ ე ს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გასაფორმებელი დაფინანსების ხელშეკრულების პროექტი „სა­ქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრა­ლი -A“.

2 . „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხ ­ ლ ­ ის შესაბამისად , ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა სა­ქარ­თვე­ლოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო – აღმო­ს­ავ­ლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი -A“ დაფინანსების ხელ­შეკრულების დადების თაობაზე (170 000 000 მილიონი ევროს ოდ­ენ­ო­ბის სესხი) შემდეგი ფინანსური პირობებით :

 

სესხის ხანგრძლივობა

30 წელი

შეღავათიანი პერიოდი

10 წელი

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე)

EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი ან ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო მარჟა

ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას

ადმინისტრირების გადასახადი

50,000 ევრო (ერთჯერადი გადასახადი).

 

3. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინ­ფ­ორმაცია ევროკავშირის მიერ „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავ­ლე­თის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის“ პროექტთან დაკავშირებით  საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობისთვის 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამო­ყო­ფის შესახებ.

4. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქარ­თ­ველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტ­რო განისაზღვროს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გრან­ტის მიმღებ ორგანოდ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია