საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
498
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №498

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ATA საერთაშორისო საბაჟო საგარანტიო ქსელში გაწევრიანებასთან, TIR უფლებამოსილი პარტნიორის სტატუსის მიღებასა და სხვადასხვა ტიპის ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის გადასაცემად.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია