სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების მიერ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
496
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების მიერ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №496

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების მიერ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია