გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
777
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 777

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“‑ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. 2012 წლის 5-8 სექტემბერს ქ. თბილისში დაგეგმილი გა­ რე­ მოს­ და­ ც­ ვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ორ­ გა­ ნიზების მიზნით შეიქმნას უწყებათა შორისი საკოორდინაციო ჯგუფი შემ­ დეგი შემადგენლობით:

 

ნიკა გილაური             

–

საქართველოს პრემიერ- მინისტრი,         საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვ­ ანე­ ლი

გიორგი ხაჩიძე  

–

საქართველოს გარემოს დაცვის მი­ ნის­ ტრი, საკოორდინაციო ჯგუფის ხელ­ მძღვანელის მოადგილე

გიორგი ზედგინიძე 

–

საქართველოს გარემოს დაცვის მი­ ნის­ ტრის მოადგილე

დავით ჯალაღანია  

–

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ ნის­ ტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე  

–

საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ ნის­ ტრის პირველი  მოადგილე

კონსტანტინე კინწურაშვილი  

–

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ალავიძე

–

ქალაქ თბილისის მერის მოადგილე.

 

2. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ :

 ა) გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბი­ ლისი+35“- ის ორგანიზების მიზნით „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგ­ნ­ე­ბებში მოიძიოს რესურსი 2 350 000 (ორი მილიონ სამას ორმოცდაათი ათ­ ა­ სი) ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის ფარგლებში განახორ­ც­იე­ლოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ღონისძიებე­ბ­ის დაფინანსება;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გა­ნათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ორგანი­ზე­ბ­ა­ს­თან დაკავშირებული შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შეს­ყიდვის საშუალებით;

გ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ამ განკარგულებაში ცვლი­ ლების შეტანის გარეშე,  დანართით განსაზღვრული ღონისძიების შე­ საბამის თანხებს შორის ცვლილებები , არა უმეტეს ჯამური თანხის 5%-ი­ სა;

დ) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ ქარ­ თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „სა­ ქარ­ თვე­ ლ­ ოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობისა და „სა­ ქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს  2012  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხ­ ლ­ ით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობ­ აზე“ სა­ ქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის № 33 განკარ­ გულებით გა­ თვალისწინებული რაოდენობის გარდა, ამ განკარგულების მე-2 პუნ­ქ­ტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში 2012 წლის გან­ მავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა (შტატგა­რე­შე მო­მუ­შა­ვე­თა) რაოდენობა ერთდროულად განისაზღვროს არა უმე­ტეს 10 ერთეუ­ლ­ით, ხოლო მათი საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმ­ეტ­ეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე) არა უგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი გა­ნათლების სა­ერ­თაშორისო კონფერენცია „თბი­ლისი+35“-ის ორგანიზების მიზნით გა­მო­ყოფილი სახსრების ხარ­ჯვ­ის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ­ებების შეტანის დროს უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვის სა­მი­ნისტროს მო­თ­ხ­ო­ვნის საფუძველზე დამატებითი  ასიგნებების გა­მო­ყო­ფა.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს დი­ პლომატიური მხარდაჭერა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რან­ გის პირების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, 2012 წლის 5 -8 სექტემბერს ქ. თბი­ ლისში დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონ­ ფერენცია „თბილისი+35“- ის ფარგლებში მოწვეული სტუმრების მომ­ სა­ ხურების მიზნით უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების (საწ­ ვ­ ა­ ვით) გამოყოფა,  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წერი­ ლო­ ბი­ თი მიმართვის შესაბამისად.

6. საქართველოს სამინისტროებმა და მათდამი დაქვემდებარებ­ უ­ ლ­ მა უწყებებმა, გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფე­ რ­ ენ­ ცია „თბილისი+35“- ის ფარგლებში მოწვეული მაღალი რანგის სტუმ­ რე­ ბ­ ის მომსახურების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წე­ რილობითი მიმართვის შესაბამისად, გამოყონ თავიანთ სარგებლობაში არ­ სებული სატრანსპორტო საშუალებები (საწვავით).

7. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს გარემოსდაცვითი განათ­ ლ­ ე­ ბის საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“‑ისათვის პარლამენტის დარ­ ბაზის გამო­ ყო­ ფა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური

 

დანართი არ ქვეყნდება.

კრებსითი — სრული ვერსია