|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართის) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
|
1.
ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარე 1მ2 არასაცხოვრებელი ფართი 24 ლარი;
|
2.
მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე მდებარე 1მ2 არასაცხოვრებელი ფართი 12 ლარი.
|
| მუხლი 2 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
|
| მუხლი 3 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს მოძრავი ქონების საბაზრო ფასის 20 %-ის ოდენობით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 2 აპრილის №12 დადგენილება.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|