„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებით (ვებგვერდი, 14/02/2014 ) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:
„9. პირის მიერ ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად, ავტომატურად არ ნიშნავს ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერაც გასაჯაროებას. ამ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაცია კვლავ ინარჩუნებს კონფიდენციალურ ხასიათს.“.
|