„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის ¹735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
771
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის ¹735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 771

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის  თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის ¹735  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსის 63-ე მუხლისშესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თან­ხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის № 735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და № 5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ კოდაში სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;

ბ) მუნიციპალიტეტში გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ ასურეთში სასმელი წყლის სისტემისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ კოდაში „სოფლის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შე­ნო­ბების სახურავების რეაბილიტაცია ;

ე) სოფელ კოდაში დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაზე საცხოვრე­ბელი სახლების ნაწილობრივი გადახურვითი სამუშაოები.“.

პრემიერ-მინისტრინ.გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია