ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 733
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:
„1 . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ტურისტულ ზონაში კაფე-რესტორნის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 19 მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA - GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 620 000 (ექვსას ოცი ათასი) დოლარის და 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი , მათ შორის:
ა) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის ხარჯებისათვის – 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი;
ბ) კაფე-რესტორნის მინაპლასტიკით შემოსვისა და მანათობელი დანამატით შეღებვის ხარჯებისათვის – 520 000 (ხუთას ოცი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი;
გ) კაფე-რესტორნის სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მოსაწყობად – 100 000 (ასი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური