სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №161

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკი­ცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბა­მისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესუ­რ­სების სააგენტომ ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრული პი­რებისათვის ტყეკაფების მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსა­ს­ყიდლოდ, დანართებით განსაზღვრული სათბობი შეშის მოცულო­ბე­ბის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ . გილაური



       დანართი № 1

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი (გამგეობა)

სათბობი შეშის მოცულობა 200 მ3.

 

 

 

დანართი № 2

 

საქართველოს თავდაცვის  სამინისტრო

(მცხეთა-მთიანეთის რეგიონი)

სათბობი შეშის მოცულობა

300 მ3.

 

კრებსითი — სრული ვერსია