თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
154
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №154

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორ­განული კანონის მე‑12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მო­წო­ნე­ბულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნი­ცი­პალიტეტის საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი რუს­­თავის საკრებულოს 2011 წლის 28 ივნისის № 337 და გარდაბნის მუ­ნი­ცი­პალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის № 83 გან­კარ­გუ­ლე­ბ­ე­ბი) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შე­ც­ვ­ლის შესახებ.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს თვით­მმარ­თველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის სა­კით­ხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

პრემიერ‑მინისტრი                                        ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია