საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
459
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №459

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა ფარგლებში, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მიმავალი გზის აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს შესაბამისი თანხა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია