საქართველოს მთავრობის
განკარგულება №151
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის „ საქართველოს2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის25‑ ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ ე მუხლის მე‑ 7 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განი საზღვროს არა უმეტეს 2 000 (ორი ათ ასი) ლარით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ‑ მინისტრი ნ. გილაური