„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №141

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ  სახელმწიფო შესყიდვისგამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინ­ფრა­სტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვისგამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2605 განკარგულებაში და განკარგუ­ლების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეც­ნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სასკოლო კომპიუტერული ლაბორა­ტო­რიის განახლების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციე­ლოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს განათლე­ბი­სა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სა­ა­გენტოსათვის 2012 და 2013 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                    ნ . გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია