საქართველოს მთავრობის
განკარგულება №140
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „ Speak up in Georgia 2012 “‑ ის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „ Speak up in Georgia 2012 “‑ ის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან .
პრემიერ ‑ მინისტრი ნ . გილაური