საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1987
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1987

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება:

ა) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის № 1453 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 27 ივლისის № 1462, 2012 წლის 13 აგვისტოს № 1596, 2012 წლის 27 აგვისტოს № 1644 და 2012 წლის 27 სექტემბრის № 1814 განკარგუ­ლე­ბებით გათვალისწინებული სამუშაოების შეჩერება და მ იმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტა საქართველოს კანონ­მდე­ბლობით დადგენილი წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძ­ველზე;

ბ ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების განსახორციელებლად, უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ შეს­რუ­ლებული სამუ­შაოების ინვენტარიზაცია და საბოლოო ანგარიშ­სწო­რე­ბა;

გ) ამ განკარგულების ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ, 2013 წლის პირველ მარტამდე, საქარ­თველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები შეჩერებული სამუ­შა­ოების განახლებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი  ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია