„M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის №29.01.1433 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27.11.2013 წ., 300060000.37.101.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და 22-ე მუხლის, „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №5–5 გადაწყვეტილების შესაბამისად,”.
|