„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №214 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
445
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №214 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №445

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №214 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №214 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი–ყვარლის ტბის საავტომობილო გზის კმ 0+00 – კმ 2+240 მონაკვეთის რეაბილიტაციისა და მდ. დურუჯზე საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა;“.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია