საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1980
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის № 2435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის № 2435 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გორის მუნიციპალიტეტში ნადარბაზევის ტბის შესავსებად საჭირო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 92 400 (ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი