ქალაქ თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
436
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქალაქ თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №436

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს გადაურიცხოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ქ.თბილისის მერიისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია