საქართველოს მთავრობის
განკარგულება №135
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
ი. ქურდაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური