„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
409
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №409

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2586 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისათვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“;        

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ – „სმართ ლოჯიქისათვის“ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ – „სმართ ლოჯიქზე“ არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისათვის:

ა) სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5 800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო – 2 522 ლარით;

ბ) სსიპ – „სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 5800 ლარით, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო – 2 062 ლარით.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია