გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
408
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №408

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 3 546 800 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლარი.

2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტენდერის შედეგად წარმოქმნილი ეკონომია გურჯაანის მუნიციპალიტეტმა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია