საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის კომისიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1958
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის კომისიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1958

2012 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის კომისიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

  „ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის კომისიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი „ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების “ ( CIB) პროგრამასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია