საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №108

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურებისშესყიდვის შესახებ

საერთაშორისომნიშვნელობისთბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის(აზ ერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა)2012 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის(აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთის მოდერნიზაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

ბ)განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მშენებლობისა და მოვლა‑შენახვის“ მუხლით (პროგრამ ული კოდი – 25  02 02 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2.აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შეთანხმება და დროულად გადაწყვეტა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სათანადო დახმარების გაწევის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია