|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 25/02/2013, 430210000.10.003.017203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა ,,ცოდნის კარის“ მე-6 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეიქმნას სპეციალური საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ნინო კობახიძე − საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე; ბ) გიორგი შარვაშიძე − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; გ) გოჩა ლორთქიფანიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; დ) გიორგი ხელაია − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ე) გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ვ) დავით ნატროშვილი − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ზ) მანანა ბერიკაშვილი − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; თ) სულხან სისაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; ი) ანა გვენეტაძე − საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი; კ) ნინო პატარაია − საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი; ლ) ნინო სულავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი (ხმის უფლების გარეშე).“. 2. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თამარ გვარამაძეს - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 17 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის დადგენილება №301 – ვებგვერდი, 16.04.2014წ. |
|