ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1945
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1945

2012 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულებით („საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) განსაზღვრული საბიუჯეტო დახმარების მესამე ტრანშის (6.0 მლნ ევრო) ჩამორიცხვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ზემოაღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებით საბიუჯეტო დახმარების მესამე ტრანშისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ :

ა) განახორციელოს ზემოაღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებით საბიუჯეტო დახმარების მესამე ტრანშისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების პროცესის კოორდინაცია;

ბ) ამ განკარგულების მე -2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებით საბიუჯეტო დახმარების მესამე ტრანშისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და წინადადებების წარმოდგენას სათანადო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით.

პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია