საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1929
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 2 9

2012 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელ ­მწი­ფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშ­ვნელობის ღონისძიებების შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატა­რების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განა­ხორციელოს სასკოლო მერხებისა და სკამების (22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ცალი) სახელმწიფო შესყიდვა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრა­მული კოდი – 320502).

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია