„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
231
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-19
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017856
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 535) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) P=1, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკი“;

ბ) p=0.75, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „უკიდურესად ღატაკსა და ღატაკს შორის“;

გ) p=0.5, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკი“;

დ) p=0.25, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა „ღატაკსა და ღარიბს შორის“;

ე) p=0, თუ ინტერვიუერის სუბიექტური შეფასებაა „ღარიბი“, „ღარიბსა და საშუალო შეძლებას შორის“, „საშუალო შეძლების“, „საშუალო შეძლებასა და მდიდარს შორის“ ან „მდიდარი“;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია