„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
230
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-19
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017854
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №230

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, 28.04.2010, მუხლი 727) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ოჯა­ხის წევრის დაბადებას (შვილად აყვანას), ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების და სარეიტინგო ქულის გადათვლის გარეშე.“.

2. მე-10 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: 

„13. ოჯახის შემოსავლებში, როგორც ერთჯერადი ხასიათის შემოსავალი, არ გაითვალისწინება „მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2014  წლის 7 თებერვლის №193 განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაცემული კომპენსაცია.“.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს  2014  წლის 28  თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია