|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისa და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
|
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი (შემდგომში – სპეციალური წოდება) სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
2.
სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. |
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არაუმეტეს ორი თვისა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 23.04.2019წ. |
|
4. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
5. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 23.04.2019წ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
6.
სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე სამსახურის მოსამსახურეებს, სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 20%-ის ოდენობით. |
7.
სამსახურის დაზვერვის ოფიცერს რომელიც ოპერატიული საქმიანობის დროს გამოავლენს კარგ ანალიტიკურ აზროვნებას, სამსახურის I და II დირექტორატების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით მიენიჭოს ოპერ-ანალიტიკოსის სტატუსი და დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით. |
8. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
81.
სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, სამსახურის მოსამსახურეებს, მესამე უცხო ენის ცოდნისათვის, სამივე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების საფუძველზე, შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის ბრძანება № 115 - ვებგვერდი, 11 .09.2014წ. |
82. სამსახურის მოსამსახურეებს, რომელებიც თავიანთ საქმიანობის დროს გამოავლენენ განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი 5000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 11.09.2014წ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
|
|
83. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც მივლენილი იქნება მომზადების ან/და გადამზადების შესაბამისი კურსის გასავლელად ან კურსის სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მივლენის პერიოდში ყოველდღიური კვებით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფს სამსახური. ყოველდღიური კვების საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელსაც ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 11.09.2014წ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №155 - ვებგვერდი, 18.09.2014წ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 23.04.2019წ. |
|
84. (ამოღებულია - 22.04.2019, №32).
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 09.03.2015წ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 29.09.2015წ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 23.04.2019წ. |
9.
სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან/და დასახიჩრების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) სხეულის მძიმე დაზიანების და/ან დაინვალიდების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 3 000 (სამი ათასი) ლარი. |
10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკივდრეს) დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ანაზღაურების მიზნით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
|
101. მოსამსახურის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში, ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ექვემდებარება დაბრუნებას.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
11.
სამსახურის მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
12.
სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით უფლება აქვთ ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
13.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ივლისის №47 ბრძანება. |
14.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №4261 - ვებგვერდი, 05.12.2024წ.
|
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები
|