სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერედვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1908
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერედვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1908

2012 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერედვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1 . „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, გადაეცეს ერედვის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ქ. გორში , გორკის ქუჩის მიმდებარედ არსებული შენობა №1-ის სარდაფის 821,85 კვ.მ., I სართულის 815,52 კვ.მ. ფართობი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძ­­­რავი ქონების ) საკადასტრო კოდი №66.45.31.079).

2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია