„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იურიდიული კომპანია DLA Piper UK LLP-ს შორის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 ოქტომბრის №1836 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1900
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იურიდიული კომპანია DLA Piper UK LLP-ს შორის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 ოქტომბრის №1836 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1900

2012 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იურიდიული კომპანია DLA Piper UK LLP-ს შორის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 ოქტომბრის №1836 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იურიდიული კომპანია DLA Piper UK LLP-ს შორის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 ოქტომბრის №1836 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულების გაფორმების დროის მიუხედავად,

უზრუნველყოს იურიდიული კომპანია DLA Piper UK LLP-ის მიერ 2012 წლის  21 ივნისიდან გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

 
პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი            ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია