საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1897
2012 წლის 1 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ ჯახუნდერი-ლალხორი-იფარი-მესტიის მ იმართულებებით 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის, „ ლალხორი-იფარის“ მიმართულებით 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პარალელურად 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის, „ იფარი-თეთნულდის“ მიმართულებით 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ორი 35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
„ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წესით გაი ცეს მშენებლობის ნებართვა „ ჯახუნდერი-ლალხორი-იფარი-მესტიის მიმართულებებით 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის, „ ლალხორი-იფარის“ მიმართულებით 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პარალელურად 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის, „ იფარი-თეთნულდის“ მიმართულებით 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და მათი უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის საჭირო ორი 35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად .
|
მოვალეობის შემსრულებელი ი .მერაბიშვილი