საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1895
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1895

2012 წლის 1 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1 . „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონის 25 - ე მუხლის მე - 7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრო­­­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმ­წიფო კონ­ტ­როლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ­ზე – სოცია­ლური მომსახურების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართვე­ლოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 - ე მუხლის მე‑5 პუნქტით გათვა­ლისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის არა უმეტეს 36% -ით .

2 . საქართველოს ზოგადი ად­მინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხ­ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 27 აგვისტოს №1642 განკარგულება „საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონ­ტ­როლს და­ქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი­სათვის – სო­ცი­ა­ლუ­რი მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხ­ლით გათვა­ლისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“.

3. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 15 სექტემბრიდან.

 

 
პრემიერ-მინისტრი

მოვალეობის შემსრულებელი          ი . მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია