საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 402
2014 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ - შემოქმედებითი სახლისათვის „ჯარისკაცის მამა“ შესაძენი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ - შემოქმედებითი სახლისათვის „ჯარისკაცის მამა“ შესაძენი უძრავი ქონების შესახებ“.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ი . ღარიბაშვილი