საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016773
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №403

 2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების მიზნით, პირდაპირი ანგარიშსწორების ან/და აკრედიტივზე თანხის განთავსების გზით იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისათვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 1 091 500 (ერთი მილიონ ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია