„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
425
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016764
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 425

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ განკარგუელბის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2013 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 07) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2014 წელს - „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია