ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩისთვის თორნიკე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-21
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.113.016153
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩისთვის თორნიკე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 14 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩისთვის თორნიკე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მაისის №18 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩას ეწოდოს თორნიკე ხვედელიძის ქუჩა.

 

მუხლი 2
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩის მონაკვეთის  მარჯვენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს კენტი რიცხვებით, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს ლუწი რიცხვებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე

კრებსითი — სრული ვერსია