შეტანილი იქნას ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში (ვებ. გვერდი 30.12.2013წ. სარეგ. კოდი 010250020.35.139.016109) და დადგენილებით დამტკიცებული – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 2%;
ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 2%;“
|