„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ანაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-21
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.154.016156
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ანაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 17 მარტი

დ. თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის 2014 წლის 28 თებერვლის №424 წერილის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.       
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25ოქტომბრის №34 დადგენილებით (სსმ, 30.10.2012, სარეგირტრაციო კოდი190040000.35.154.016109) დამტკიცებულ დანართის 41 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

41

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

 


მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური

კრებსითი — სრული ვერსია