საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1802
2012 წლის 2 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის № 684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ აობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სრული გაზიფიცირების მიზნით ხცისის მიმართულებით 1,7 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა, ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურისა და გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;“.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი