საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 67
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქ. ვაშინგტონსა და ქ. ბრიუსელში ოთხი მაღალი დონის კონფერენციის, სახელწოდებით „ფორუმი აშშ – ევროკავშირი – საქართველო უსაფრთხოების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება“ გამართვისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური