„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2101-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-19
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.017361
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.“.

2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2014 წ.

N2101-IIს

კრებსითი — სრული ვერსია