საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 45
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ს – ტურიზმის სას წავ ლო ცენტრი ს სრულყოფილი ფუნქციონირ ე ბისათვის საჭირო ინვენტარი ს, საერთაშორისო სასწავლო პროგრამების ა და სატრენინგო მომსახურების, აგრეთვე ცენტრის ბიბლიოთეკის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო წიგნები ს , სასწავლო ლიტერატურ ისა და ელექტრონული საძიებო ბაზები ს სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური